“ოპოზიციურ პარტიებთან ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჰქონდათ მათ შანსი, შემოერთებოდნენ სრულად შეთანხმებას, რომელსაც 19 აპრილს მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს არ გაკეთდა. განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რითაც მათ პრაქტიკულად მოახდინეს ამ შეთანხმების ანულირება. ეს იყო მათი ნაბიჯი და ბუნებრივია, მათმა ნაბიჯმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია არანაირი საჭიროება მოლაპარაკებების აღარ არსებობს”
აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერში. ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად მმართველმა პარტიამ გამოაცხადა.