მაია სანდუ: “ჩვენ უკრაინის გამარჯვება გვჭირდება”

მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის პრობლემის გადასაჭრელად მის ქვეყანას უკრაინის რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვება ჭირდება.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არ დაგვეშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიცრუეს ვებრძოლოთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემის გადაწყვეტა, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მხოლოდ მშვიდობიანი. და შესაძლოა, როცა უკრაინა მოიგებს ამ ომს და დაიბრუნებს მის ტერიტორიებს, გაჩნდება გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც მოგვცემს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საშუალებას“, – განაცხადა მან რადიო მოლდოვასთან ინტერვიუში.

სანდუმ დასძინა, რომ მოლდოვაში მშვიდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით არსებობს.