მაკრონის თქმით, 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის 2023 წლიდან პრეზერვატივი უფასო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება.ამის შესახებ  ემანუელ მაკრონი თავის ინსტაგრამის გვერდზე წერს.

მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ახალგზარდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ზრდაა. მისი თქმით, უფასო პრეზერვატივები პრევენციული პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილია და გარდა ამისა,პრეზიდენტის თქმით, აფთიაქებში ქალები უფასოდ მიიღებენ კონტრაცეპტივებს, 26-წლამდე მოქალაქეებისთვის კი უფასო გახდება დანიშნულების გარეშე აივ-სკრინინგი (HIV) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი.