მაკრონის თქმით, ის და სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

(L-R) Ukraine's President Volodymyr Zelensky, Britain's Prime Minister Keir Starmer and France's President Emmanuel Macron embrace after holding a meeting during a summit at Lancaster House in central London on March 2, 2025. European leaders descend upon London today for talks to "drive forward" action on Ukraine, according to the office of UK Prime Minister Keir Starmer. The summit caps off a week of intense diplomacy for host Starmer, who met with President Donald Trump on Thursday in an effort to draw together the European and US approaches to the Ukraine conflict. (Photo by JUSTIN TALLIS / POOL / AFP)

ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.

ინტერვიუში მაკრონი აცხადებს, რომ ამან უნდა მოიცვას საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეტევების შეჩერება.

  • „ცეცხლი უნდა შეწყდეს ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – თქვა მან.

მაკრონის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჯარების განლაგებას, მაკრონის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

„მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას მოლაპარაკებებით, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, და შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მერე, მოხდება ჯარების განლაგება“, – განაცხადა მაკრონმა.