საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე, მაკრონმა თქვა, რომ ეს არ გამოიწვევს “საფრანგეთის ბირთვულ პასუხს” და დასძინა, რომ ეს “არ არის მისი დოქტრინა”.
ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება “რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობა,” როგორც ქვეყნის, რომელსაც აქვს ასეთი იარაღი და “პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული”, – აცხადებს მაკრონი.