უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ და ადგილზე იქ სასტიკი ბრძოლა მიდის.
“მტერი თავდასხმებს ახორციელებს კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ასევე ისინი სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ. მთელი დღეა, რაც იქ მტრის თავდასხმებს ვიგერიებთ. ამასთან, უკვე მეორე დღეა, რაც ბახმუტის მიმართულებით დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა და ფაქტობრივად, ყველა ამ მიმართულებით უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ვართ”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.