მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და მირტყამდა – ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი

ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, დავით სამხარაძე ფორმულას გადაცენა “შაბათის ფორმულას” ეთერში ყვება, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

”თითქმის ყოველ მესამე დღეს მცემდნენ. განსაკუთრებულად სასტიკი იყო, შეუბრალებელი იყო ხელებით ცემაში, რკინის ჯოხით, რომელსაც იყენებდა ცემის დროს და არაერთხელ ვუცემივარ – ეს იყო ლოგინის საფეხურ. წელზე მირტყამდა, მხრებზე, ნაძვზე მიმანარცხა და ლავიწის ძვალი გამიტყდა. ექიმთან წამიყვანეს და თქვენ რომ ჩემით დავიზიანეო“, – ამბობს ყოფილი ბენეფიციარი.

სამხარაძის მონათხრობით ირკვევა, რომ ბავშვთა სახლში ბენეფიციარებზე სასულიერო პირებიც ძალადობდნენ.

“მამა იოანე იყო ასეთი, კაბა აიწია, დამაწვინა იატაკზე, გადამაჯდა და მირტყამდა. ჩვენ გვჯეროდა იმის, რომ ჩვენი სულისთვის იყო ეს ყველაფერი, ასე ცოდევს ვისყიდდით”. – ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.

მისივე განცხადებით, პანსიონიდან მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პროტესტის გამოთქმა დაიწყო. მიზეზად ოჯახს მისი დაუმორჩილებლობა დაუსახელეს. სამხარაძე იხსენებს, რომ პანსიონიდან გაშვების შემდეგ მას მუდმივად ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.

“ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ დარჩიები ჩაგქოლავთ, ენა არ ამოიღო. მახოსვს, აღდგომის მარხვა იყო, იმდენად მეშინოდა, რომ მთელი აღდგომა ეზოში ვერ გავდიოდი. შანტაჟი იყო, რომ არსად არ მიგიღებენ ისეთი დახასიათებით გაგიშვითო. თბილისში სასულიეროში დარეკა სიდონიამ, რატომ მიიღეთ, ასეთი დახასიატებით გამოვუშვიო და დირექტორმა უთხრა, ჩემი მოგვარეა, ვერ გავწირავო”, – ამბობს დავით სამხარაძე.