მამაკაცი, რომელიც ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.
მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.