“მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ”- ასე ეხმაურება თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს წესს არ აუგებს.
“ღმერთი რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო. ”ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია?” აცხადებს ეკლესია. წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს. ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად. სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს “- წერს ბასილ კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) განაცხადა, რომ თერჯოლაში დაღუპულ 11 წლის მოზარდს წესს ვერ აუგებენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ. მისი აზრით, ეს “ღვთის გმობაა”.