მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

ცნობისთვის, ხაზარაძე პირველად წულუკიანის კომისიაზე 25 მარტს დაიბარეს, სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს. განმეორებით კი 17 ივნისს.