“რაგბი საქართველოში სავარაუდოდ ყველას უყვარს. საქართველოს მერე, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გუნდი არის ახალი ზელანდიის All Blacks. მათ საკულტო ცეკვა აქვთ, “ჰაკა”, სანამ თამაშს დაიწყებენ. ამ ცეკვის დროს გამოჰყავთ ხოლმე წინ რამდენიმე მოთამაშე, რომელიც თვალების დაქაჩვით ცდილობს, რომ შეაშინოს მოწინააღმდეგე, მომავალში სკამზე სხედან ხოლმე, არ თამაშობენ. ამიტომ ამისთანა ადამიანების წინ წამოწევით და თვალების დაქაჩვით ვერ შეაშინებს პროცესს. ჩვენ მოგვიწევს, ეს პროცესი გავაგრძელოთ, რამდენიმე სისულელეც არ უნდა ილაპარაკოს შალვა პაპუაშვილმა. თვალების ჩამქაჩავი არის [შალვა პაპუაშვილი]”
ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის – საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ საკუთარ წინამძღოლს”.