ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა მანდატების დატოვების შესახებ. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს უთხრა, რომ დეპუტატის მანდატი მათ სჭირდებათ მის ციხეში სანახავად და რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად.
“ვუთხრი სააკაშვილს, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და დავაჭიროთ იმ ღილაკს თითი, რომელიც აუცილებელია. ასევე, ვუთხარი რომ აუცილებელია მისი ნახვა ყოველდღიურად, რაშიც მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშილს? რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში და არც ჰქონდეს ჩვენთან კომუნიკაციის საშუალება”,– თქვა დეკანოიძემ ციხის დატოვების შემდეგ.
მანვე აღნიშნა, რომ ენმ-ს დეპუტატებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ, თუმცა დეპუტატის ბერკეტის გამოყენება აუცილებელია.