“სტრატეგია აღმაშენებელს ან გიორგი ვაშაძეს იდეების პრობლემა კი არ აქვს, იდეების კონკურენცია კი არ არის, ვისაც მეტი ფული და რესურსი აქვს, ის პარტია იმარჯვებს [არჩევნებში]. რამდენ მილიონსაც იშოვი, იმდენი პროცენტი გაქვს. 2.5 მილიონი მოვაგროვეთ [სტრატეგია აღმაშენებელმა]. აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს მოკვლევა, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა.
ხელისუფლება იყენებს ყოველ 50 კაცზე ერთი აგიტატორის სისტემას. ეს არის დაახლოებით 70 ათასი ადამიანი, მისი საშუალო ხელფასი 2 თვის განმავლობაში არის 400 ლარი, გავამრავლოთ 70 ათასი 400-ზე არის 30 მილიონი შავი ფული მხოლოდ აგიტატორების ნაწილში. სტრატეგია აღმაშენებელს 30 მლნ კი არ გვჭირდება, სულ გვჭირდება 10 მილიონი, რომ დავამთავროთ ყველაფერი ამ ქვეყანაში. სამწუხარო რეალობაა, რომ გაჭირვებაა ქვეყანაში და არსებობენ ადამიანები, ვინც ამ მოტივებით აკეთებენ… ყველა არა”.
განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ “რადიო თავისუფლების” ეთერში.