„ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც კომედიურ ჟანრში უფრო გადადის ხშირ შემთხვევაში. ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ ალეკო ელისაშვილი, რომელიც ყოფილი ბანკირების გაერთიანებას ხალხის მძარცველებს და მევახშეებს უწოდებდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ ხელის ჩამორთმევის ღირსი არ არის ალეკო თავისი უღირსობის გამო და შემდეგ ამ ხელს წევენ ანა დოლიძის მონაწილეობით, რომელიც ასევე ბანკებს ესხმოდა თავს. რასაკვირველია, მარგველაშვილის შეერთება არავის გაჰკვირვებია. მე ვფიქრობ, მარგველაშვილისგან დივიდენდის მიღებას არ უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ რაოდენობა შექმნეს სხვადასხვა ადამიანებისა. ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი და ეს მუშაობს გარკვეულწილად საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის, ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში, რომ რაოდენობრივად თითქოსდა, ეს ბევრია, რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“ და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება ერთი-ორი სადღეგრძელო ასწავლოს უკეთესი,“
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.