“მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს?” – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
“არ ვაპირებ, ამ მნიშვნელოვან საკითხზე მუხლებით და პუნქტებით ვისაუბრო რადგან ყველამ ვიცით რომ პოლიტიკური თემაა. განმარტებით ბარათში გიწერიათ, ერთადერთ დასაბუთებად რომ ბოლო წლებში, პროტესტმა და სამართალდარღვევებმა და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რომ იმატებს, ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი. მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება? ამის მართლა გჯერათ? ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას. ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რა სანქციები მკაცრდება კანონპროექტით, რომელმაც პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო