ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ბელარუსის KGB-ის თანამშრომლობის შეთანხმებას საშიშს უწოდებს. ამის შესახებ კრამონი Twitter-ზე წერს.
“ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს ჟურნალისტების და უფლებადამცველების ექსტრადირება”. – წერს ვიოლა ფონ კრამონი.