“მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან” – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან. ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

“მის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან ბრალდებულს არ მიუღია. რეჟიმი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, ჩვენი პასუხი კი უცვლელია – არ გვეშინია, არ გავჩერდებით! სოლიდარობას ვუცხადებთ ამავე საქმეზე ბრალდებულ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის წევრ, თათია აფრიამაშვილს, რომლის პატიმრობასაც ითხოვს რეჟიმის პროკურატურა”, – წერია განცხადებაში.