მარიტა მეფარიშვილს, რომელიც გუშინ, 13 ოქტომბერს ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ხვალ, 15 ოქტომბერს დაკრძალავენ.
მოზარდს ჯერ ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან დღეს დილით მოხსნეს.
შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.