მარიუპოლში, სულ მცირე, 22 000 ადამიანი გარდაიცვალა – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში, სულ მცირე, 22 000 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, CNN-ი ავრცელებს. მერის მრჩეველი ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.

“მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. მერის მრჩეველი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN-თან აცხადებს, რომ მარიუპოლი რუსებმა შუა საუკუნეების ქალაქს დაამსგავსეს.

  • “ქალაქში აბსოლუტურად ბნელა, ერთადერთი რაც განათება ქალაქში არის რუსული ჯარებისა და რუსული პატრულირების ციმციმები. ყველგან სიკვდილისა და ცეცხლის სუნი დგას”. – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

ანდრიუშენკოს თქმით, მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში გადასაადგილებლად საჭიროა სპეციალური საშვი, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევს.