“მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა, მარკერები კომპანია სმარტმატიკმა მოგვაწოდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია სმარტმატიკმა მოაწოდა.აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”. – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.