მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი ზიადინ არაზის ძე მამედოვი დაიღუპა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
” თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”- ნათქვამია განცხადებაში.