შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის სოფელ შულავერში 71 წლის ქალის დაყაჩაღების გამო 4 პირიდააკავეს.
უწყების ცნობით, მათ 71 წლის ქალი გაკოჭეს და დანის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ თანხასა და სამკაულებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის – 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.
თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,– აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს