მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე გიორგი მუმლაძე დააკავეს. ის მერიიდან თავისი ძმის გათავისუფლებას აპროტესტებდა, რაც, მუმლაძის თქმით, მისი აქტივისტობის გამო გადაწყვიტეს.
მუმლაძესთან ერთად სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა გიორგი მუმლაძის მიმართ და სამსახურში აღადგინონ სიმონ მუმლაძე.
“მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ალიკა კუპრავა ამბობს, რომ დაკავებული მუმლაძე მარნეულის პოლიციაში გადაიყვანეს. ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ჩავიდნენ იქ და მხარი დაუჭიროს “სამართლიანობისთვის და საკუთარი ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს.”