ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მარტის ბოლოდან ასტრაზენეკათი დაიწყება ვაქცინაცია.
„ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს არაფერი არ გვიშლის, სამივე მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც” მოგვისწროს“, – თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ვაქცინაციის დაწყება საქართველოში რამდენიმე კვირით გადავადდა. კოვაქს პლატფორმის განამარტებით, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კრიტერიუმები სრულ შესაბამისობაში იყო, ამიტომ კოვაქს პლატფორმას განმარტებას თხოვენ.