მარტის ბოლოს, აპრილში შეიძლება განვიხილოთ ცვლილებები – გამყრელიძე კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ასეთი ეპიდსიტუაცია შენარჩუნდა, კომენდანტის საათის ცვლილებებზე შესაძლოა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იმსჯელონ.

„კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ კომენდანტის საათთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს, განიხილოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მოწოდება მაინც არის რეკომენდაციების დაცვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “ისეთი ნოემბერ-დეკემბერი გავიარეთ, მოჩქარეს მოუგვიანდესო”.