“მარტო ‘ვაპროტესტებ’ არ შველის, ცოტა მეტად ჩახედვაა საჭირო რომ იცოდე რას აპროტესტებ და რას ითხოვ” – ამის შესახებ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც საწვავის ფასებზე გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება. ჯაფარიძე პრემიერ ღარიბაშვილს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული შეფასების გამო აკრიტიკებს.
”შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს შე ჩემისა? ანუ საწვავის ფასზე გუშინ აქცია იყო, საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს. ახალ ვუსმინე და ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უპასუხა:- პროტესტანტები ნაცები იყვნენო
– ფასები ჩვენთან კი იზრდება, მაგრამ მარტო ჩვენთან არ იზდება, პანდემიაა და ყველგან იზრდებაო- ჩვენთან საწვავაზე ფასები უფრო დაბალია ვიდრე ბევრ ქვეყანაშიო
მოკლედ – ფასების ზრდა ჩვენი ბრალი არ არის, გაგებით მოეკიდეთ, როგორც იმ ბრძენმა კაცმა ერთხელ ასე ხატოვნად გვირჩიაო
საკუთარი ნებისმიერი ჩაჯმის გაპრავების უკვე კლასიკად ქცეული სამეული დადო:
ა) პანდემიის ბრალია
ბ) სხვებიც იჯვამენ, ზოგი ჩვენზე მეტადაც
გ) ეს პასუხები თუ არ მოგწონს და ყვირიხარ, ე.ი. ნაცი ხარ
ჩემი აზრით, ხალხის მხრიდან:
– არაფერს არ ვითხოვ, მხოლოდ ბენზინის ფასს ვაპროტესტებ – არის ნძრევა
– პოლიტიკაში არ ვერევი, მხოლოდ ბენზინის ფასს ვაპროტესტებ – არის ნძრევა
– დედა მოვუტ&%$ათ ვისოლს, იმას, ამას – არის ნძრევა
– პოლიტიკური მოთხოვნები არ გვინდა, უბრალოდ ბენზინი გაგვიიაფონ – არინ ნძრევა
– ანტიმონოპოლიურმა შეამოწმოს ბენზო-კომპანიები ზემოგებაზე რომ მუშაობენ – არის სასაცილო ნძრევა
– და სხვა (ნძრევები)
ასევე ჩემი აზრით, პარტიების მხრიდან:
– დღგ უნდა დავწიოთ/გავაუქმოთ
– აქციზი უნდა დავწიოთ/გავაუქმოთ
არის სწორი გამოსავალი, მაგრამ არასაკმარისი და არაეფექტური მეისჯი
მოვალეობის მოხდასავითაა – აი, მე ვიცი რა არის გასაკეთებელი, ამას იზამ და ფასი დაიწევს
როცა ყველამ იცის რომ 1. ვერ იზამ და 2. არ დაიწევს
იმიტომ რომ ხელისუფლება კობახიძეების ხელშია
ცოტა მეტი ძალისხმევაა საჭირო და ცოტა მეტი ლაპარაკი, ყველას მხრიდან, ვისაც აზრი მოგეკითხებათ და ვისაც მართლა რამის შეცვლა გინდათ ამ ქვეყანაში
_________
საწვავის ფასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, და კი, მათ შორის გარეგანი ფაქტორებიც
მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს შიგნით რა ხდება, ეს ხელისუფლება რას აკეთებს, რატომ აკეთებს და რა გავლენა აქვს ამ ქმედებებს საწვავის ფასზე
1. საწვავი იმპორტირებულია, ანუ ძვირდება (როგორც ყველაფერი რაც შემოგვაქვს) როცა ლარი უფასურდება
ლარი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა რაც ეს ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში (სხვა შემადგენლობით, მაგრამ მაინც)
რატომ მოხდა ეს?
რატომ ადრე არ ხდებოდა იგივე? წინა წლებში? როცა ომი იყო, მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი იყო, რუსეთის მხრიდან სრული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სავაჭრო ემბარგო იყო?
პანდემიაზე ნაკლები იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის?
ლარმა გაუფასურება 2014-იდან დაიწყო, სად იყო მაშინ პანდემია?
ლარს დედა აღარ ჰყავს, იმიტომ რომ ის ასახავს იმას რა მდგომარეობაშია ეკონომიკა
ეკონომიკას აღარ ჰყავს დედა და ეს აისახება ლარზეც და შემდეგ საწვავის ფასზეც
ეს თუ არ გესმის და გჯერა ‘პანდემიაა და რა ვქნათ’ ბაზრის, სირი ხარ
პლიუს, თუ ‘პოლიტიკაშიც არ ერევი’, ისეთი სირი ხარ რომ ახია შენზე 4 ლარი რეგულარზე
2. ინფლაცია გვაქვს 13-14%, ეს რაც ოფიციალურად დევს
ანუ, ეროვნული ბანკი რომ ჰქვია და ერთი საქმე რომ აბარია, ერთადერთი საქმე, კანონით განსაზღვრული, რომ უზრუნველჰყოს ფასების სტაბილურობა
ჩემი ფეხები, უკიდეგანო გარღვევა აქვს ამ ერთ საქმეში, ფასები იზრდება კატასტროფულად
მაგრამ კაციშვილი მომკითხავი არ არის
არავინ პასუხს არ აგებს იმაზე რომ ჯიბიდან სტაბილურად გვაცლიან ფულს
იმიტომ რომ ერ ბანკი იმას აკეთებს რასაც ეუბნებიან
სჭირდებათ ეს ინფლაცია, მეტი ფული მიმოქცევაში, რომ მეტი დახარჯონ, მეტი მოიპარონ და მოკლევადიანად ეკონომიკის ამუშავების ილუზია შექმნან
ჰოდა, პოლიტიკაში არ ვერევი არ გამოდის, პოლიტიკაა ეს, მონეტარული პოლიტიკა მარტო ‘ვაპროტესტებ’ არ შველის, ცოტა მეტად ჩახედვა გახდა საჭირო რომ იცოდე რას აპროტესტებ და რას ითხოვ
3. საწვავის ფასში შედის აქციზის გადასახადი
ეს გადასახადი 2017 წელს გააორმაგა ოცნებამ, 1 ლიტრზე სადღაც 40 თეთრი გამოდის დაახლოებით
ანუ, დღეს რომ იჯდა მთავრობის სხდომაზე და თავდაჯერებული ხსნიდა როგორ არ არის მათი ბრალი რომ საწვავზე ფასი გაიზარდა, აი მაგისმა მთავრობამ გაზარდა ფასი კონკრეტული გადასახადის გაზრდით
ჯამში ნახევარ მილიარდზე მეტი შესდით ბიუჯეტში საწვავზე აქციზიდან
და რატომ არ აკლებენ ამ ფულს რომ დაწიონ საწვავზე ფასი? ხომ ხედავენ რომ ამხელა სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა?
იმიტომ რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ ფული
ეს ფული უნდა მისცენ ვითომ საჯარო მოხელეებს, რომ მათ ოჯახის ხმები მოუტანონ არჩევნებზე
ეს ფული უნდა მისცენ სსიპ-ააიპ-ების უსაქმურ თანამშრომლებს რომ მათაც ხმები მოზიდონ
ეს ფული უნდა მისცენ კულტურის და სპორტის ‘მოღვაწეებს’ რომ მათ მოგიწოდონ 41 ნომრის მხარდაჭერისკენ
ეს ფული უნდა მისცენ ტროლ-ბოტებს, რომ ამ სტატუსზე შემოვარდენ და წერონ ‘ჩახდილები’
ეს ფული უნდა მისცენ საკუთარ მედიას, სხვადასხვა არხებით, რომ მათ გაბოლონ 24/7-ზე
ეს ფული უნდა მისცენ სუსს, რომ უსმინონ და გააშაონ ყველა ვინც კი შეიძლება საფრთხე გახდეს მათი ძალაუფლებისთვის
ეს ფული უნდა მისცენ პოლიციას, რომ რამდენი აქციაც არ უნდა გამართოთ და რაც არ უნდა გააპროტესტოთ, დაუფიქრებლად გადაგიგრიხონ ხელები, ჩაგტენონ მანქანაში და, თუ საჭირო გახდა, ყალბი ჩვენებებიც მისცენ სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ
ეს ფული უნდა მისცენ საპატრიარქოს, რომ ყველა ეკლესიაში გიქადაგონ ოცნების და რუსეთის სიქველეებსა და ოპოზიციის ბოროტებაზე
ეს ფული უნდა ჩაასხან კრიმინალურ სამყაროში, სხვადასხვა გზებით, რომ მათ აგროვონ ე.წ. ‘ქუჩის ხმები’ არჩევნებისთვის
ეს ფული უნდა მისცენ, საქართველს რკინიგზას, საქართველოს ფოსტას, საქართველოს იმას, საქართველოს ამას, ასობით სახელმწიფო კომპანიას რომელიც ასობით მილიონიან ზარალზე გადის ყოველ წელს, რომ იქ შეინახონ საკუთარი უსაქმური მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები, რომლებიც ასევე საარჩევნო ხმების წყაროა არჩევნებისთვის
და ა.შ. და ა.შ.
კი, ესაა ასახსნელი
საწვავი იმიტომ ძვირდება,
ყველაფერი იმიტომ ძვირდება,
ფული იმიტომ აღარ გვყოფნის არაფერზე,
დედა იმიტომ არ ჰყავს ქვეყანას
რომ ხელისუფლება უკანონოდ აქვთ ჩაგდებული ხელში უსინიდისო, ფულის და ძალაუფლების მოყვარულ თავხედებს, რომლებსაც სჭირდებათ სულ უფრო მეტი და მეტი ფული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ ძვირდება საწვავი, ამიტომ. პანდემია არა $ლე.
და სანამ ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ დაინახავთ
და იძახებთ, ‘ვაიმე, შენი ჭირიმე, მე პოლიტიკაში არ ვერევი’
მანამდე ღარიბაშვილი სულ დელტამიკრონს გირტყამთ სახეში”- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.