მარტყოფში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

მარტყოფში, საზოგადოებრვი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია შენობის მინები და ტექნიკა. შემთხვევა ღამით მოხდა. სავარაუდოდ ააფეთქეს ბანკომატი თანხის გატანის მიზნით.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.