სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2,7 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, წლის პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1,5 პროცენტი იყო.
მარტში კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.
ზრდა მხოლოდ ორ სექტორში: კომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.
საქსტატის ინფორმაციით, მარტში მთელი 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და მან 2,426 შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკი 2020 წელს ეკონომიკის -4 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ. 2021 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 3%-ია.