“მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები”- ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ის ძალიან სუსტადაა და არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ არის. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ რეაბილიტაციის პროცესს საჭიროა თავისუფლებაზე გადიოდეს. პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მას აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში. რაც შეეხება მის ფსიქოემოციურ განწყობას, ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ იღლება ძალიან სწრაფად, როდესაც ელაპარაკები და საჭიროებს სიმშვიდესა და თავისუფლებას გამოჯანმრთელებისთვის. ის ელის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, რათა დაინახოს მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ბევრი მოქალაქე,“- განაცხადა ლიზა იასკომ.