“მასობრივი შიმშილობა, დეპუტატებით დაწყებული და ყველა ახლადარჩეული საკრებულოს წევრებით დამთავრებული, შესაძლოა ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს, როგორც შიგა და გარე პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს პარლამენტის 9 დეპუტატმა და გიორგი ბარამიძემ შიმშილობა დაიწყეს. მე-12 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.