მასწავლებლები, პოლიციელები – გამყრელიძე განმარტავს, ვის აცრას გეგმავენ “სინოფარმით”

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, მათ შორის, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციელებს და სხვებს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება „სინოფარმით“ აცრა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სინოფარმის 100 ათასი დოზა ქვეყანაში არის, დამატებით ნახევარი მილიონი დოზა კი ქვეყანაში ივნის-ივლისში იქნება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ისას – 3 მაისს.