თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების 65% აცრილია. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მთელ საქართველოში ჩატარდა 1 715 073 აცრა. ორივე დოზით აცრილია 751 410 ადამიანი.









![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)





