მაქვს ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთა ნაწილი დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირები არღვევენ თვითიზოლაციის წესებს,  მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დადიან ქუჩებში. ამის შესახებ ცერცვაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.