“კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ დასავლეთი ხელისუფლებას დაათმობინებს პოლიტპატიმრებისა და სისტემური რეფორმების საკითხს.
“მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმრების და სისტემური რეფორმების თემაზე აუცილებლად წამოიყვანენ. სხვა გზა ამათ არ აქვთ უბრალოდ. არ არის ასეთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ქართველი ხალხი უნდა ეხვეწოს, რომ ძველმოდური საარჩევნო სისტემა შეიცვალოს… ვერ იტყვიან ამაზე უარს. თუ იტყვიან უარს, ეს ნიშნავს, რომ მათ დასავლეთს უთხრეს დემოკრატიაზე უარი”,- ამბობს ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, როცა ამ დათმობებზე წამოიყვანენ ხელისუფლებას, “ვადამდელი არჩევნები თავისთავად დაიდება”.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის პროცესს 29 მარტიდან განაახლებს.