მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები – ღარიბაშვილი

“ვმაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები”- განაცხადა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან.

“არჩევნების დღეს რაც შეეხება, მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.