მაქსიმალური შესაძლებლობა არის 8 000-მდე საწოლის მობილიზება -თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. 9 აგვისტოს მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
”ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებითი საწოლების მობილიზებას, 7 000 საწოლი უკვე მობილიზებულია და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება. ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობა არის 8 000-მდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით, ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სურათს, ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს, თუმცა თუ არ წამოგვეშველა ის დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, ძალიან გაჭირდება სექტორისთვის მართვა. — განაცხადა გაბუნიამ.