სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სასულიერო პირების შესახებ. მისი თქმით, ძალიან მაღალია პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ალბათობა.
„ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს.
ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება”,– ამბობს სახალხო დამცველი.