მაღალმთიან რეგიონებში “„მთის დღეები” ეწყობა, ხევსურეთი ისევ არაა სიაში – მარგარეტ დაიაური

“მაღალმთიან რეგიონებში “„მთის დღეები” ეწყობა, ხევსურეთი ისევ არაა სიაში” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ხელოვანი მარგარეტ დაიაური წერს, რომელიც შატილის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.

„მთის დღეები” ეწყობა მაღალმთიან რეგიონებში და ხევსურეთი ისევ არაა სიაში.
სირცხვილი !

ეტყობა თავადვე ეუხერხულებათ, იმ ულამაზესი და მისტიური კუთხის ნახვა, რომელიც უპატრონოდ მიაგდეს და რომლისთვისაც არც დენი, არც გზა, არც მობილური კავშირი, არც სამედიცინო პუნქტი, სუფთა წყალი, საფეხმავლო ხიდები, ციხე-ქალაქების რესტავრირება და საერთოდ, კარგი ინფრასტრუქტურა ვერ გაიმეტეს.

ნეტა როგორ სძინავთ ღამე, როცა იციან მთაში როგორ უჭირს ხალხს ელემენტარული პირობებისა და ხელშეწყობის გარეშე, როცა იციან რომ მათი დახმარება შეუძლიათ და არ ეხმარებიან, რა სიზმრებს ნახულობენ ?!

მთაში ცხოვრება, მხოლოდ 5 %-ია რომანტიკა, დანარჩენი 95 %-ი შრომა და გადარჩენისთვის ბრძოლაა.

საქართველოს მთავრობა ხევსურეთს არ სჭირდება რომანტიზება, დახმარება სჭირდება ! ხო და კიდევ, შეგერგოთ „ხინკლის დღეები”, მთის ლუდის მიყოლება არ დაგავიწყდეთ” – წერს ამის შესახებ, მარგარეტ დაიაური.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ, გურია – ბახმარო, ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული 15 და 22 ივლისს გაიმართება თუმცა მათ შორის ხევსურეთი არ არის.