სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.