„მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.
ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“,
ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.