ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას აზრით, ეროვნული შერიგების იდეა “მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს”.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ეს გასაკეთებელია, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეროვნულ შერიგებაზე უსარგებლოა.
“ჩვენ რომ ვიყოთ ახლა ხელისუფლებაში, კიბატონო, ეს გასაკეთებელი იქნებოდა, რადგან ეს ციკლი უნდა დასრულდეს და ნამდვილად არ მინდა ვიხილო შემდეგი ხელისუფლება იმ მდგომრეობაში, როდესაც მან უნდა დევნოს მოწინააღმდეგ. აქ უკვე ბერკეტები ჩვენს ხელთ იქნება. როდესაც ხელისუფლებას ძალადობის გარდა საყრდენი არ აქვს, გამოცლილი აქვს პოლიტიკური, მორალური საყრდენი, უბრალოდ მგონია, რომ უსარგებლოა.
რაც ნამდვილად კარგია ამ მიდგომაში არის, რომ კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მოწადინებულია, რომ პოლიტიკური პროცესები დასტაბილურდეს, მაგრამ მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ჩემთვის ეს ყველაფერი. პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის უბრალოდ სპეცსამსახურები და ძალოვნები. ბატონი ლილუაშვილი და გომელაური არ წამოვლენ შერიგებაზე, რადგან ეს რეალურად ნიშნავს მათ კაპიტულაციას”,– ამბობს ნიკა მელია “კავკასიის” ეთერში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ეროვნული შერიგება საუკეთესო გამოსავალია”.