“მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი, რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს, ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ, ალბათ, უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩაიხედონ. არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც, ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, ვფიქრობ, გადაუმოწმებელია”.
ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს.