„მე ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის, ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა. გამომდინარე იქიდან, მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს. ეს არის ჩემი შეფასება. ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე“,

მმართველი გუნდის თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.