“მგონია,რომ ჟურნალისტების ნაწილს უნდა, მართლა მეტი ინფიცირებული იყოს” – ეზუგბაია ინფიცირების სტატისტიკაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა რომშიდა გავრცელების პერიოდიც გრძელდება კონტროლირებადი და ზომიერი მატებით.მისი თქმით, არსებული სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი.

“საბედნიეროდ, შიდა გავრცელების პერიოდიც გრძელდება კონტროლირებადი და ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდებათ კითხვები ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, ეს არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს. შთაბეჭდილება იქმნება ამის, თორემ სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას. ეჭვები, ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ამ სტატისტიკურ მონაცემებში. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.