ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “გირჩს” შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა ჭირს, რადგან ისინი “იდეოლოგიურად არანორმალურები” არიან.
“დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს”, – ამბობს მდინარაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.
იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირდა არ ნიშნავს, რომ გირჩი პარლამენტში შევა. მისი განმარტებით, გირჩი პარლამენტში მხოლოდ 14 დეპუტატთან ერთად შევა.