მდინარაძე: “გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინტთან”, რომელმაც უნდა გაუწიოს PR-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით”

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაჩე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კონტრაქტი გააორმა “გლობალ პოინტთან“, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.

“მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინთან”, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტური, პიარ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იღებს თავის მხრივ პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს პიარ-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.

იხდიან საკმაოდ სერიოზულ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა ამ კონტრაქტის, პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი “ჰუმანიტარული მისიით”.

პირველი რეაქცია რაც არის ჩემი, გაუფილტრავად ამას გეტყვით, რასაც ვფიქრობ – ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა. მისი ჩამოსვლის პირველი მიზანი იყო ქვეყნის არევა.

რეალური გზა მისი გათავისუფლების უნდა იყოს სამართლებრივი. ეს ადასტურებს, რომ არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტური მიზნებით. ახლა ეს ინფორმაცია შეგვიძლია გადავაზუსტოთ. მე ამის შესახებ ისეთი ხალხი მწერს, ინფორმაციის რეალობაშიც ნამდვილად არ მეპარება ეჭვი,” – თქვა მდინარაძემ.