სალომე ზურაბიშვილი [ოპოზიციის] თოჯინა გახდა. […] ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი დაუჭერენ თავის თოჯინას მხარს. იმიტომ, რომ როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში რა მოძრაობასაც, ვერბალურად, ისინი ახორციელებენ – ზუსტად იგივე ტრაექტორიით მოძრაობს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი ნაცი ოპონენტები, ზუსტად იგივეს იმეორებს სალომე ზურაბიშვილი. დააკვირდით, საერთო მესიჯბოქსში არიან და ნიკა გვარამიას და ნაცმოძრაობის თოჯინა გახდა, სამწუხაროდ, ეს ქალი, რომელიც პრეზიდენტად იწოდება კიდევ და ბუნებრივი – თავის თოჯინას დაუჭერენ მხარს.
განაცხადა მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილზე.
ცნობისთვის, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა, რომელსაც ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერენ.