“პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ესე ჩაეტენება ხოლმე, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს რაღაცა დაიძახოს და 100 კაცი აყვეს, როცა აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიქი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა, თან საყოველთაო ზეიმის ფონზე, არ შეიძლება ხალხო. სხვათა შორის, ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდა, ახლა ამ ბიჭების ირგვლივ არ გაერთიანება როგორ შეიძლება, აქ როგორ უნდა ეძებო ფეიკის გაკეთების შანსი, რაღაცის დადგმის შანსი. არის რაღაც საკითხები, რაზეც ერი უნდა გაერთიანდეს, ვიღაცა თუ ვერ ახერხებს ეს მისი პრობლემაა. დღეს ქართველი ერი ზეიმობს ჩვენი ბიჭების წარმატებას.”
ასე შეაფასა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერის გამოსვლისას მოქალაქეების სტვენა.