კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 17:44

მდინარაძის აზრით, “ქართულ ოცნებას” რეიტინგი გაეზარდა, რადგან მოქალაქეებმა იგრძნეს, რომ “მზრუნველი პატრონი ჰყავთ”

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ქართული ოცნების რეიტინგი გაზრდილია, რეიტინგის გაზრდა კი იმიტომ მოხდა რომ საზოგადოებამ იგრძნო რომ ” მზრუნველი  პატრონი ჰყავს”.

“გქონდა 40%-ზე გაცილებით მეტი, 50%-ზე ცოტა ქვევით. დაახლოებით ეს იყო მონაცემები და გაიზარდა დაახლოებით 10%-ით. ეს უზრუნველყო იმან, რომ ამ ქვეყანას ჰყვას პატრონი, რომელიც კიარ ძალადობს ადამიანებზე, ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი”, –  განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.