“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახელისუფლებო ვებ-გვერდებზე, და სახელმწიფო უწყებების საიტებზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს.
“ამ წუთებში მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა, როგორც ქართული ოცნების ვებ-გვერდებზე და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა, თან დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს. მათ საბედნიეროდ, პრინციპში, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ